ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს ისრაელთან გამართავს. შეხვედრა 12 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ისრაელის ნაკრები სოლიდური გუნდია, რომელიც ევრობასკეტისთვისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის ემზადება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 10-დღიანი შეკრება სლოვენიაში გაიარა, რის შემდეგაც 2 სპარინგ-მატჩი უნგრეთში, ამ ქვეყნის ნაკრებთან გამართა და მოგებ-წაგება გაცვალა. ილიას ზუროსის გაწვრთნილ ჩვენს გუნდს მორიგი მოსამზადებელი მატჩები თბილისსა და ათენში ელის, სადაც 15 აგვისტოს გაემგზავრება და 3 სოლიდური ქვეყნის ნაკრებს – საბერძნეთს, თურქეთსა და პოლონეთს დაუპირისპირდება.
ისრაელთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს მიხეილ ბერიშვილი, რომელიც ტრავმირებულია. მოლაპარაკების საფუძველზე, ორივე ნაკრები 14 კალათბურთელით ითამაშებს.
შეხვედრა სპორტის სასახლეში (26 მაისის მოედანი), 12 აგვისტოს, 19:00 საათზე გაიმართება. პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ