საქართველო 1-7 სექტემბერს პირველად მასპინძლობს ისტორიულ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში – FIBA ევრობასკეტ-2022-ს ჩეხეთთან, იტალიასთან და გერმანიასთან ერთად.
ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრების გუნდები იღებენ მონაწილეობას, გაიმართება „თბილისი არენაზე“.
საქართველოში ევრობასკეტი სპეციალური პროგრამითა და კონცერტით, ოფიციალურად გაიხსნა რიყის პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ ფანზონაში. გახსნის ცერემონიალი პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველმა არხმა გადმოსცა – www.1tv.ge
ევრობასკეტის დღეებში, ფანზონაში, გულშემატკივრებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ ევრობასკეტის მატჩების ყურება და ეროვნული ნაკრების ქომაგობა.
ევრობასკეტის ოფიციალური ფანზონა დატვირთულია მრავალფეროვანი სივრცეებითა აქტივობებით. რიყის პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ქართული კალათბურთის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ისტორიის ხეივანი, 3×3 საკალათბურთო მოედანი, ეროვნული ნაკრების ფან-შოპი, სპონსორების, კვების, ბავშვთა გასართობი და ელექტრონული თამაშების კუთხეები.
დიდი საკალათბურთო დღესასწაულის – ევრობასკეტის უკეთ შეგრძნებისა და საზეიმო განწყობისთვის დაიბრენდა საჰაერო ბუშტი, ასევე, რიყის პარკში განთავსდა გიგანტური ჰეშთეგი, ევრობასკეტთან ასოცირებულ ფერებში განათდა თბილისის ანძა, მშვიდობის ხიდი და ეშმაკის ბორბალი.
1 სექტემბერს, თბილისი არენაზე, ჩვენი ეროვნული ნაკრები, 21:00 საათზე, ბელგიას დაუპირისპიდება. ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს tkt.ge-ზე შეუძლიათ.
არ გამოტოვო ევრობასკეტი საქართველოში! უგულშემატკივრე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს! #BringTheNoise