ცოტა ხნის წინ, ივლისის თვეში, საქართველომ FIBA-ს 20-წლამდელთა ევროჩელენჯერს უმასპინძლა, სადაც ჩვენი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის, გერმანიის, თურქეთის, ბულგარეთისა და პოლონეთის გუნდებმა. ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნულ ღონისძიებას წარმატებით უმასპინძლა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია კიდევ ერთხელ დიდ მადლობას უხდის ყველა მხარდამჭერსა და პარტნიორს, რომლებმაც FIBA-ს 20-წლამდელთა ევროჩელენჯერის მაღალ დონეზე ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
9 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო ღონისძიებას, ამჯერად FIBA-ს 16-წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერს უმასპინძლებს, სადაც ჩვენი ქვეყნის ნაკრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ალბანეთის, ჩრდ. მაკედონიის, მალტის და სომხეთის გუნდები.
ქვეყანაში არსებული პანდემიისა და მისი რთული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მაქსიმალურად ცდილობს განახორციელოს ის მნიშვნელოვანი აქტივობები, რომელიც არ შეაფერხებს და ხელს შეუწყობს მომავალი თაობისა და კალათბურთის განვითარებასა და წინსვლას.
FIBA-ს 16-წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერის თამაშები ე.წ. „ბაბლის“ პრინციპით, გულშემატკივრების დასწრების გარეშე, თბილისის სპორტის სასახლეში (მის:26 მაისის მოედანი), ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციასთან (Covid-19) დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში თამაშების ჩატარების/ორგანიზების და საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის (FIBA) რეგულაციებით გაიმართება.
ზემოთხსენებული „ბაბლის“ სისტემით, ხუთივე ნაკრები – საქართველო, ალბანეთი, ჩრდ. მაკედონია, მალტა და სომხეთი თბილისში შეიკრიბება და ერთ სასტუმროში დაბინავდება. გუნდები მხოლოდ ვარჯიშებისთვის და თამაშებისთვის გადაადგილდებიან და ერთმანეთთან შეხება, გარდა მატჩების დღეს უშუალოდ სათამაშო მოედნისა, არ ექნებათ. აღნიშნული რეგულაციებით, 16-წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერის ჩატარება საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ (FIBA) კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გადაწყვიტა.
გთავაზობთ 16-წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერის კალენდარს: