გილოცავთ! საქართველოს ნაკრებმა ფინეთის შემდეგ შვეიცარიაც დაამარცხა!

გილოცავთ! საქართველოს ნაკრებმა ფინეთის შემდეგ შვეიცარიაც დაამარცხა!

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ფინეთის შემდეგ შვეიცარიაც დაამარცხა და E ჯგუფს 4-ვე მატჩის გამარჯვებით,  ერთპიროვნულად ლიდერობს. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა შვეიცარიის ნაკრებთან ანგარიშით –   84:91 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანას, ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ისედაც გარანტირებული ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, ქართველმა კალათბურთელებმა საკვალიფიკაციო ეტაპის აქამდე ჩატარებული ყველა მატჩი მოიგეს (შვეიცარიასთან 2-ივე  მატჩი, სერბეთთან და ფინეთთან) და  ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერები არიან