გულშემატკივართა საყურადღებოდ!

გულშემატკივართა საყურადღებოდ!

საქართველოში ხვალ ევრობასკეტი იწყება! ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, გაიმართება „თბილისი არენაზე“ (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა).

მაყურებლების ინფორმაციისთვის, ღონისძიების მასშტაბიდან გამომდინარე უნივერსიტეტის ქუჩაზე შეიზღუდება ავტომობილით გადაადგილება და დაშვებული იქნება მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობა თამარაშვილის ქუჩიდან პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით:                 

1 სექტემბერს, 11:00 საათიდან 00:00 საათამდე;

3 სექტემბერს 11:00 საათიდან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე;

6 სექტემბბრის 11:00 საათიდან 7 სექტემბრის 00:00 საათამდე

გულშემატკივრებს ავტომობილების პარკირება შეეძლებათ მაცხოვრის ამაღლების ეკლესიისა და თსუ ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიებზე.

გულშემატკივრებს ვთხოვთ გაეცნონ არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს ➥ EB2022_ArenaRules_GEO_A3_PRESS