Her Time To Shine Summit! – Jr. NBA-ის ონლაინ-სამიტი 11-16 წლის გოგონებისთვის

Her Time To Shine Summit! – Jr. NBA-ის ონლაინ-სამიტი 11-16 წლის გოგონებისთვის

Her Time To Shine Summit! – მისი ბრწყინვალების დრო – ამ სახელწოდებით ტარდება ონლაინ-სამიტი 11-16 წლის გოგონებისთვის, რომლის ორგანიზატორიც გახლავთ JR.NBA  და ორგანიზაცია “გოგონების ძალა”. სამიტის ფარგლებში ჩატარდება ონლაინ-ინტერაქტიული ვორკშოპები, რომლებსაც გოგონებისთვის ჩაატარებენ სპორტული და სხვადასხვა სფეროს გავლენიანი და ავტორიტეტული სპეციალისტები.

აღნიშნული სამიტი მოზარდ კალათბურთელებს დაეხმარებათ: 

  • გახდნენ უფრო თვით-შეგნებულნი.
  • ჩამოუყალიბდეთ თავდაჯერებულობა და გახდნენ ლიდერები თავიანთ საქმეში.
  • შეიმეცნონ მედიტაციის დადებითი მხარეები და შემოქმედებითი გამოხატვის სარგებელი

სამიტის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ეკონტაქტონ თანატოლებს, დაიმსახურონ პრიზები და მიიღონ ცოდნა სპორტის, ბიზნესის, მედიისა და სხვადასხვა სფეროს წარმატებული ქალბატონებისგან. 

სამიტის განრიგი:

24 მარტი   22:00-23:30 საათებში
25 მარტი   22:00-23:30 საათებში
26 მარტი   14:00-17:00 საათებში

სამიტზე დასასწრებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: რეგისტრაცია