Her Time To Shine Summit! – მისი ბრწყინვალების დრო – ამ სახელწოდებით ტარდება ონლაინ-სამიტი 11-16 წლის გოგონებისთვის, რომლის ორგანიზატორიც გახლავთ JR.NBA და ორგანიზაცია “გოგონების ძალა”. სამიტის ფარგლებში ჩატარდება ონლაინ-ინტერაქტიული ვორკშოპები, რომლებსაც გოგონებისთვის ჩაატარებენ სპორტული და სხვადასხვა სფეროს გავლენიანი და ავტორიტეტული სპეციალისტები.
აღნიშნული სამიტი მოზარდ კალათბურთელებს დაეხმარებათ:
- გახდნენ უფრო თვით-შეგნებულნი.
- ჩამოუყალიბდეთ თავდაჯერებულობა და გახდნენ ლიდერები თავიანთ საქმეში.
- შეიმეცნონ მედიტაციის დადებითი მხარეები და შემოქმედებითი გამოხატვის სარგებელი
სამიტის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ეკონტაქტონ თანატოლებს, დაიმსახურონ პრიზები და მიიღონ ცოდნა სპორტის, ბიზნესის, მედიისა და სხვადასხვა სფეროს წარმატებული ქალბატონებისგან.
სამიტის განრიგი:
24 მარტი 22:00-23:30 საათებში
25 მარტი 22:00-23:30 საათებში
26 მარტი 14:00-17:00 საათებში
სამიტზე დასასწრებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: რეგისტრაცია