II ტურის შემდეგ მოთამაშეთა განვითარების ლიგაში 3 დაუმარცხებელი გუნდი დარჩა

II ტურის შემდეგ მოთამაშეთა განვითარების ლიგაში 3 დაუმარცხებელი გუნდი დარჩა

მოთამაშეთა განვითარების ლიგაში მეორე ტურის შემდეგ ლიდერები გამოიკვეთნენ. მონაწილე 11 გუნდიდან დაუმარცხებელი მხოლოდ 3 დარჩა, რომლებიც ნახევარფინალში გასვლის მთავარი კანდიდატები არიან. აქვე აღვნიშნავთ, რომ მოთამაშეთა განვითარების ლიგის მონაწილეთათვის მთავარ პრინციპს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა, სეზონის წინ მომზადება და ფორმაში შესვლა წარმოადგენს. სუპერლიგის ასისტენტი მწვრთნელებისთვის კი ლიგის თამაშები კარგი შესაძლებლობაა საიმისოდ, რომ მატჩების დამოუკიდებლად გაძღოლით მდიდარი გამოცდილება შეიძინონ.

ახლა რაც შეეხება ტურნირის სპორტულ მხარეს. 6-გუნდიან “ბ” ჯგუფში დაუმარცხებლები არიან “მგზავრები” და “დინამო”. პირველმა საკმაოდ იოლად მოიგო საწყისი ორივე შეხვედრა, ხოლო დინამოელებს რუსთავთან გუშინდელი იოლი გამარჯვების შემდეგ, დღეს “ოლიმპთან” შედარებით გაუჭირდა. თანაბარი მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, სადაც უკეთ ჟოლივეტ ტუჯანისა და კახა ტომარაძის გაწვრთნილი დინამოელები გამოიყურებოდნენ და საბოლოოდ 72:60 გაიმარჯვეს.

“დინამოს”მსგავსად, 2-დან 2 მოგება აქვს “მგზავრებს”, თუმცა ეს უკანასკნელი ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე “ბ” ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. ამგზავრებს წინამძღოლობს ეროვნული ნაკრების ვეტერანი, საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი, გიორგი ცინცაძე, რომელიც ბოლოს ყატარულ “ალ შამალში” თამაშობდა, ახლა უკონტრაქტოდაა და ფორმაში შესასვლელად მოთამაშეთა განვითარების ლიგაში ასპარეზობს.

“მგზავრებმა” მეორე ტურში “ბათუმს” შანსი არ დაუტოვა დინამოელებთან ერთად ნახევარფინალში გასვლის მთავარი კანდიდატია. აღნიშნული გუნდების შემდეგ “ბ” ჯგუფში თითო მოგებ-წაგებით მოდიან “ოლიმპი” და “რუსთავი”. რუსთაველებმა დღეს თსუ-ს 88:81 სძლიეს. სტუდენტური გუნდი ქვემოქართლელებმა ბოლო პერიოდში გატეხეს. რუსთაველთაგან აღსანიშნავია გუგა პატაშურის შედეგიანობა, რომელმაც 33 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.

“ა” ჯგუფში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია “ცხუმ-აფხაზეთი”, რომელმაც პირველ ტურში “ტიტებს” იოლად მოუგო, დღეს კი “ქუთაისს” დაძაბულ ბრძოლაში – 64:55 სძლია. 5-გუნდიანი “ა” ჯგუფიდან ნახევარფინალში 2 საუკეთესო გადის და ორივე მოგების მქონე ცხუმელებს სავარაუდოდ არ გაუჭირდებათ მიზნის მიღწევა. აი, მეორე საგზურისთვის კი დიდი ბრძოლა გაიმართება “კაკტუსსა” და “ტიტებს” შორის. დღეს ამ გუნდების ჯახში “ტიტებმა” იმარჯვეს, თუმცა ორივე მათგანს კიდევ 2-2 მატჩი აქვთ წინ და სწორედ ამ დაპირისპირებებში გადაწყდება ყველაფერი.

19 აგვისტოს განვითარების ლიგაში დასვენებაა. მომდევნო, მე-3 ტურის მატჩები ხუთშაბათს, 20 აგვისტოს გაიმართება, რომლის კალენდარსაც დღევანდელი მატჩების შედეგ-სტატისტიკებთან ერთად ქვემოთ გთავაზობთ:

“ა” ჯგუფი
ცხუმ-აფხაზეთი – ქუთაისი 64:55
კაკტუსი – ტიტები 59:79

“ბ” ჯგუფი
მგზავრები – ქუთაისი  121:83
რუსთავი – თსუ 88:81
დინამო – ოლიმპი 72:60