საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პოპულარული საკალათბურთო ღონისძიება – ჯუნიორ NBA ლიგა დასრულდა. ოთხთა ფინალის მატჩებს ახალაშენებულმა თბილისი არენამ” უმასპინძლა, სადაც 2022 წლის სეზონის გამარჯვებული და პრიზიორები გამოვლინდნენ. მე-3 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს თბილისი ბასკეტი („ბოსტონი“) და ქუთაისი („სან ანტონიო“) დაუპირისპირდნენ. თამაში თბილისი ბასკეტის გამარჯვებით, 55:17 დასრულდა. ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ვინგსი („ტორონტო’) და აია („დალასი“) შეხვდნენ. 2022 წლის ჯუნიორ NBA-ს „ა“ ლიგის ჩემპიონის ტიტული ვინგსს („ტორონტო) ერგო, რომელმაც ფინალურ მატჩში აია (დალასი) 41:32 დაამარცხა.
მატჩების დასრულების შემდგომ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. მონაწილე გუნდებს შესაბამისი პრიზები, ეროვნული ნაკრების წევრებმა – გოგა ბითაძემ, ბექა ბურჯანაძემ, კახაბერ ჯინჭარაძემ, მანუჩარ მარკოიშვილმა, ანატოლი ბოისამ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე- პაატა გურასპაულმა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა – ნიკოლოზ დერიუგინმა გადასცეს.
მე-4 ადგილი
2022 წლის ჯუნიორ ნბა-ს „ა“ ლიგის მეოთხე ადგილის მფლობელი გახდა ქუთაისი (სან ანტონიო სპურსი) რომელსაც გადაეცა შესაბამისი სიგელები
მე-3 ადგილი
ჩემპიონატის მესამე ადგილი დაიკავა თბილისი ბასკეტმა (ბოსტონ სელტიკსი) – რომელიც ბრინჯაოს მედლებითა და სიგელებით დაჯილდვდა.
მე-2 ადგილი
ჯუნიორ ნბა-ს „ბ“ ლიგის მეორეადგილოსანი გუნდი გახდა აია („დალასი“) რომელსაც გადაეცა ვერცხლის მედლები და სიგელები.
პირველი ადგილი
2022 წლის ჯუნიორ ნბა-ს „ა“ ლიგის ჩემპიონი გუნდი გახდა ვინგსი („ტორონტო’). მედლებსა და სიგელებთან ერთად პატარა ჩემპიონებს ნბა-ს ჩემპიონი გუნდის მსგავსად გადაეცათ საჩემპიონო ბეჭდები.
8 საუკეთესო მოთამაშე
სეზონის საფინალო მატში ტრადიციულად, გამოვლინდა 2022 წლის ჯუნიორ ნბა-ს „ა“ ლიგის ოთხთა ფინალის 8 საუკეთესო მოთამაშე, რომლებსაც ეროვნული ნაკრების მაისურები გადაეცათ:
ვინგსი („ტორონტო“)- ანდრია ჭკადუა; დემე სითათაშვილი
აია („დალასი“)- გიორგი ადეიშვილი; ბუბა კვასტიანი
თბილისი ბასკეტი („ბოსტონი“)- ნიკოლოზ მარკოიშვილი; დათა ხატიაშვილი
ქუთაისი („სან ანტონიო“) – ნიკოლოზ გურეშიძე; გურამ ობოლაძე
საუკეთესო მოთამაშე MVP
2022 წლის ჯუნიორ ნბა-ს „ა“ ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა ვინგსის („ტორონტო“) წევრი კოტიკო მგელაძე, რომელიც სპეციალური პრიზით დააჯილდოვა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინდიანა პეისერსის მოთამაშემ, გოგა ბითაძემ.
საჩემპიონო თასის გადაცემა
ჯუნიორ ნბა-ს ჩემპიონი გუნდის – ვინგსი („ტორონტო“) კაპიტანს კოტიკო მგელაძეს საჩემპიონო თასი პაატა გურასპაულმა და ნიკოლოზ დერიუგინმა გადასცეს.