ჯუნიორ NBA-ს 2022 წლის „ბ“ ლიგა მეგას (“ბოსტონი”) გამარჯვებით დასრულდა

ჯუნიორ NBA-ს 2022 წლის „ბ“ ლიგა მეგას (“ბოსტონი”) გამარჯვებით დასრულდა

ჯუნიორ NBA-ის 2022 წლის „ბ“ ლიგა დასრულდა. წლევანდელ სეზონში, მე-3 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ბრუკლინი („ბრუკლინი“) – ლომები („მემფისი“) დაუპირისპირდენენ. თამაში ბრუკლინის გამარჯვებით, 31:25 დასრულდა. ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს,  მეგა („ბოსტონი“) და ოვერტაიმი („პორტლენდი“) შეხვდნენ. ფინალისთვის დამახასიათებლად, თამაში დაძაბულ ვითრებაში წარიმართა. გამარჯვებულის ვინაობა უკანასკნელ 20 წამში გაირკვა და 2022 წლის ჯუნიორ NBA-ს „ბ“ ლიგის ჩემპიონის სტატუსი, საბოლოო ანგარიშით, 36:32 მეგა („ბოსტონი“) ერგოთ.  

ტრადიციულად, მატჩების დასრულების შემდგომ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. მონაწილე გუნდებს შესაბამისი პრიზები,  ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა, სახალხო დიპლომატიის ოფიცერმა, ამირა ისმაილმა;  NBA-ს ელჩმა საქართველოში, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილმა მოთამაშემ, იგორ რაკოჩევიჩმა; ჯუნიორ NBA-ს წარმომადგენელმა კლაუდია ლოპესმა;  საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ და ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ გადასცეს.

მე-4 ადგილი

2022 წლის ჯუნიორ ნბა-ს „ბ“ ლიგის  მეოთხე ადგილის მფლობელი  გახდა ლომები (მემფისი) რომელსაც  გადაეცა შესაბამისი სიგელები.

მე-3 ადგილი

ჩემპიონატის მესამე ადგილი დაიკავა  ბრუკლინმა (ბრუკლინი) -რომელიც ბრინჯაოს მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდა. 

 მე-2 ადგილი

ჯუნიორ ნბა-ს  „ბ“ ლიგის მეორეადგილოსანი გუნდი ოვერტაიმი (პორტლენდი) გახდა,  რომელსაც გადაეცა ვერცხლის მედლები და სიგელები.

 პირველი ადგილი

2022 წლის ჯუნიორ ნბა-ს „ბ“ ლიგის ჩემპიონი გუნდი გახდა მეგა (ბოსტონი), რომელსაც ნბა-ს მსგავსად გადაეცა საჩემპიონო ბეჭდები. პატარა ჩემპიონები დაჯილდოვდნენ  ბეჭდებითა და სიგელებით.

8 საუკეთესო მოთამაშე

სეზონის საფინალო მატში ტრადიციულად, გამოვლინდა 2022  წლის ჯუნიორ ნბა-ს „ბ“ ლიგის  8 საუკეთესო მოთამაშე,  რომლებსაც ეროვნული ნაკრების მაისურები გადაეცათ.

ბრუკლინი („ბრუკლინი“) – აჩი ორჯონიკიძე, გიორგი საზანდრიშვილი

ლომები („მემფისი“)  – მარიამ ჩეკურიშვილი, ტატო ცაგურიშვილი

ოვერტაიმი („პორტლენდი“) -ლუკა გოცირიძე, გიორგი თიგიშვილი

მეგა („ბოსტონი“) – ანდრია კოჩაძე, ლევან ამირანაშვილი

 საუკეთესო მოთამაშე MVP

2022  წლის ჯუნიორ ნბა-ს „ბ“ ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა მეგას ( ბოსტონი)  მოთამაშე ანდრია კოჩაძე. საუკეთესო მოთამაშე სპეციალური პრიზით დააჯილდოვა საქართველოს კალათბურთის  ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ.

საჩემპიონო თასის გადაცემა

ჯუნიორ ნბა-ს ჩემპიონი გუნდს – მეგას ( ბოსტონი)   კაპიტანს  ანდრია კოჩაძეს საჩემპიონო თასი, NBA-ს ელჩმა საქართველოში, NBA-ს ყოფილმა მოთამაშემ იგორ რაკოჩევიჩმა  გადასცა.

სრული გალერეა –  facebook.com/GeoBasketball