კახა კალაძე 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს გამოეხმაურა (video)

კახა კალაძე 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს გამოეხმაურა (video)

კახა კალაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავარობის სხდომაზე 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს გამოეხმაურა:

2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი განვითარებული ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, რომ ეს ჩემპიონატი მათ ქვეყანაში ჩატარებულიყო, თუმცა საქართველომ გაიმარჯვა.

მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო და ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ ამ ღონისძიებას მომზადებული შევხვდებით – ყოველმხრივ გამართული ინფრასტრუქტურით ქალაქი მზად იქნება.

ღონისძიების გამართვაზე ისეთ ქვეყნებს ჰქონდა სურვილი და პრეტენზია, როგორიცაა ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, სლოვენია და ამ ქვეყნებს შორის შეირჩა საქართველო, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. ეს ძალიან სასიხარულოა და აქაც თითოეული თქვენგანის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა ამ მნიშვნელოვან ტურნირს ღირსეულად ვუმასპინძლოთ.

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მადლობა უხდის ქ.თბილისის მერიას და ბატონ კახა კალაძეს თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის!

კახა კალაძე 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს გამოეხმაურა!

კახა კალაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავარობის სხდომაზე 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს გამოეხმაურა! ⬇🇬🇪2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი განვითარებული ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, რომ ეს ჩემპიონატი მათ ქვეყანაში ჩატარებულიყო, თუმცა საქართველომ გაიმარჯვა. ☑მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო და ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ ამ ღონისძიებას მომზადებული შევხვდებით – ყოველმხრივ გამართული ინფრასტრუქტურით ქალაქი მზად იქნება.☑ღონისძიების გამართვაზე ისეთ ქვეყნებს ჰქონდა სურვილი და პრეტენზია, როგორიცაა ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, სლოვენია და ამ ქვეყნებს შორის შეირჩა საქართველო, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. ეს ძალიან სასიხარულოა და აქაც თითოეული თქვენგანის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა ამ მნიშვნელოვან ტურნირს ღირსეულად ვუმასპინძლოთ.🏀კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მადლობა უხდის ქ.თბილისის მერიას და ბატონ კახა კალაძეს თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის!

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on 2019 m. liepos 17 d., trečiadienis