საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია დღეს იუბილარია. 30 წლის წინ, 1991 წლის 4 ივნისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე, კალათბურთის ეროვნული ფედერაცია დაფუძნდა.
მიუხედავად მრავალი სიძნელისა და დაბრკოლებისა, კალათბურთის ფედერაცია დღემდე ღირსეულად მოვიდა და ქართულ კალათბურთს ერთგულად ემსახურება.
ფედერაციის მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართული კალათბურთის განვითარება. ჩვენი ორიენტირი მომავალი, ახალგაზრდა თაობები და მუდმივი პროგრესია.
ევრობასკეტ-2022-ის მასპინძლობა ძვირფასი მონაპოვარია, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის განვითარების საქმეში უდიდესი როლი ექნება.
სასიხარულოა, რომ ისტორიული მნიშვნელობის ვერის საკალათბურთო დარბაზი უკვე გადმოეცა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და კალათბურთი დაბრუნდა სახლში.