კალათბურთის ფედერაციის მადლობა მიხეილ ყაველაშვილს

კალათბურთის ფედერაციის მადლობა მიხეილ ყაველაშვილს

გარდა იმისა, რომ ევრობასკეტის საქართველოში ჩატარებით, ქვეყანა ბევრ სიკეთეს მიიღებს ეკონომიკის თუ ტურიზმის კუთხით, საქართველო ევროპის რუკაზე კიდევ უფრო მკვეთრად დაიმკვიდრებს ადგილს, – ამის შესახებ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა 2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩების ჩატარდებას. მან საზოგადოებას ეს მიღწევა მიულოცა. მიხეილ ყაველაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ევრობასკეტიც ისეთივე წარმატებით ჩატარდება, როგორც მისი თქმით, სხვა მაღალი რანგის ტურნირები ჩატარებულა.

„გილოცავთ ყველას! FIBA -მ საქართველო 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძლად აირჩია! პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩვენი კალათბურთის ფედერაციას, რომელმაც უზარმაზარი შრომა გასწია ამ დიდი გამარჯვებისთვის. ასევე, ვულოცავ ჩვენს კალათბურთელებს, რომელთაც ეძლევათ შანსი, რომ ევროპის ჩემპიონატზე საკუთარ კედლებში ითამაშონ – ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა! განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს, რადგან, გარდა იმისა, რომ საქართველოში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ჩატარებით ქვეყანა ბევრ სიკეთეს მიიღებს ეკონომიკის თუ ტურიზმის კუთხით, საქართველო ევროპის რუკაზე კიდევ უფრო მკვეთრად დაიმკვიდრებს ადგილს და განუმტკიცებს ჩვენს ქვეყანას პოზიციებს ევროკავშირისადმი სწრაფვაში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის! მნიშვნელოვანია ის ვალდებულება, რომელიც ჩვენმა გუნდმა პრემიერ – მინისტრის მხარდაჭერით აიღო. დარწმუნებული ვარ, ევრობასკეტიც ისეთივე წარმატებით ჩატარდება, როგორც აქამდე სხვადასხვა მაღალი რანგის ტურნირები ჩატარებულა“, – აცხადებს ყაველაშვილი.

აღნიშნულ კომენტარს პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. წყარო ➡ https://www.interpressnews.ge/ka/article/556485-mixeil-qavelashvili-evrobasketis-sakartveloshi-chatarebit-kveqana-bevr-siketes-miigebs-ekonomikis-tu-turizmis-kutxit

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის  ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც ყოველთვის გვერდში უდგას და გულშემატკივრობს ქართულს კალათბურთს!  დიდი მადლობა მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენი მხარდაჭერისთვის!