მედიის საყურადღებოდ – აკრედიტაციები FIBA-ს 20-წლამდელთა ევროჩელენჯერზე

მედიის საყურადღებოდ – აკრედიტაციები FIBA-ს 20-წლამდელთა ევროჩელენჯერზე

2021 წლის 20 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველო საერთაშორისო ღონისძიებას, FIBA-ს 20-წლამდელთა ევროჩელენჯერს მასპინძლობს, რომლის ჩატარება საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ (FIBA) კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გადაწყვიტა. ევროჩელენჯერის ფარგლებში საქართველოს სტუმრობენ ისეთი მაღალი რანგის გუნდები, როგორებიც არიან საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ბულგარეთი და პოლონეთი.

თამაშები ე.წ. „ბაბლის“ პრინციპით, თბილისის სპორტის სასახლეში (მის: 26 მაისის მოედანი), ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციასთან (Covid-19) დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში თამაშების ჩატარების/ორგანიზების და საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის (FIBA) რეგულაციებით გაიმართება.  

„ბაბლის“ სისტემის მიხედვით, ექვსივე ნაკრები – საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ბულგარეთი და პოლონეთი თბილისში შეიკრიბება და ერთ სასტუმროში დაბინავდება. გუნდები მხოლოდ ვარჯიშებისთვის და თამაშებისთვის გადაადგილდებიან და ერთმანეთთან შეხება, გარდა მატჩების დღეს უშუალოდ სათამაშო მოედნისა, არ ექნებათ.

გათამაშების ფორმატის თანახმად, ექვსგუნდიანი ჯგუფის მონაწილენი ერთ წრედ ითამაშებენ და გამარჯვებული ის გახდება, რომელიც ასპარეზობას ცხრილში პირველ ადგილზე დაასრულებს.

FIBA-ს  20-წლამდელთა ევროჩელენჯერის მატჩებზე მედია-აკრედიტაციების მიღების მსურველებმა, 16 ივლისის ჩათვლით,  ოფიციალური მოთხოვნა უნდა გამოაგზავნონ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეს-სამსახურის ელ-ფოსტაზე  ➥ press.gbf@gmail.com.

  • დამატებითი ინფორმაციისთვის და კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით მიმართეთ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეს-სამსახურს ➥ 591 703 600;   598 300 409

თამაშების განრიგი: