მგზავრები დინამოსთანაც დამარცხდა და სუპერლიგაში დარჩენის თეორიული შანსიღა დარჩა

მგზავრები დინამოსთანაც დამარცხდა და სუპერლიგაში დარჩენის თეორიული შანსიღა დარჩა

ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა “მგზავრებმა” უშუალო კონკურენტ “დინამოსთან” 75:86 (სტატისტიკა) წააგო და სუპერლიგაში დასარჩენ ბრძოლაში ფაქტობრივად წასაგებად გაიწირა. რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გასვლა, ანუ სუპერლიგიდან გავარდნა რომ აირიდოს, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ გუნდს მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა. 

დინამოსა და მგზავრების დაპირისპირებას მეტად პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. მგზავრებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა, რაც ამ გუნდს სუპერლიგაში დარჩენის შანსებს შეუნარჩუნებდა და შედარებით ხელშესახებს გახდიდა. ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა თამაში შემართებით დაიწყო და მეორე პერიოდის შუაში 14 ქულითაც (36:22) დაწინაურდა. თუმცა დინამოელებმა თამაში მალევე დაალაგეს და დიდ შესვენებამდე ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს.

მესამე პერიოდიდან დინამოელებმა დაცვა გააძლიერეს, შეტევაში სისწრაფეს უმატეს და მეტოქეს გადაასწრეს. მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე პერიოდი 23:15 მოიგო და გადამწყვეტ მეოთხედს ლიდერობით (59:58) შეხვდა. ბოლო პერიოდი ისე გაილია, მგზავრებს მატჩის მოგების შანსი არ მისცემია. 

დინამოში 20 ქულითა დას 10 მოხსნით საუკეთესო იყო ალონზო უოკერი. 12-12 ქულა-მოხსნა მაიკლ ედვარდსმა მიითვალა. 15 ქულა ლუკა ბულაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. მგზავრებში 14 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო იყო სოსო გოგნაძე. 16 ქულა ტეილორ ედვეიმ, ხოლო 15 – ჯეიდონ კოჰმა მიითვალეს.