მსოფლიო პირველობის მერვედფინალში ქართველი ვეტერანები ბრაზილიასთან 2 ქულით დამარცხდნენ

მსოფლიო პირველობის მერვედფინალში ქართველი ვეტერანები ბრაზილიასთან 2 ქულით დამარცხდნენ

საქართველოს ვეტერანთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარე მუნდიალზე ჩვენმა ნაკრებმა მერვედფინალში დასანანი მარცხი განიცადა. ქართველების მეტოქე გახლდათ ბრაზილია, რომელსაც დასკვნითი პერიოდის წინ 54:49 ამარცხებდა საქართველო, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება სამხრეთამერიკელებს დარჩათ – 72:70.

საქართველოს ნაკრებს ცოტა დააკლდა მეთხედფინალამდე, სადაც მალხაზ კოხრეიძის გაწვრთნილ ჩვენს ვეტერანებს რუსეთის ნაკრები ელოდა. 32 ქულით საუკეთესო იყო გულივერ ახალკაცი. 8 ქულა მოაგროვა დავით გიორგობიანმა, 7 – ზაზა ცაგარეიშვილმა, ხოლო 6 ქულა ალექსანდრე ფერიაშვილის ანგარიშზე დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები ახლა 9-12 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვება მომდევნო მატჩს 1 აგვისტოს, ურუგვაისთან გამართავს.