ნატალია ოთხმეზურის ოთხიდან 4 სამქულიანი ამერიკის უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში

ნატალია ოთხმეზურის ოთხიდან 4 სამქულიანი ამერიკის უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში

პირველი და ერთადერთი ქართველი ქალი კალათბურთელი, რომელიც ამერიკის სტუდენტური ლიგის (NCAAW) მოხვდა, ჩინებულად თამაშობს. ნატალია ოთხმეზური აიონა გაელსის (IONA Gaels) ღირსებას იცავს, როლო ეს გუნდი ლიგის 33 კონფერენციიდან ერთ-ერთში, Metro Atlantic Athletic-ში თამაშობს. სანამ კონფერენციის ჩემპიონატები დაიწყება, მთელს კონტინენტზე არასაკონფერენციო თამაშები მიმდინარეობს. აიონას უნივერსიტეტმა მორიგი შეხვედრა სამხრეთ-დასავლეთ ატლეტიკ კონფერენციის წარმომადგენელთან – ბეთუნ ქუქმანთან გამართა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში – 60:57 დაამარცხა. 

ნატალია ოთხმეზურმა 34 წუთი ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა გოგონამ 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, რაც ქალთა კალათბურთში გამორჩეული შედეგია. მისი სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 12 ქულა, 3 პასი, 2 მოხსნა. ოთხმეზურმა 4 ორქულიანი ააცილა, და ბურთი სამჯერ დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ ნატალია მიმდინარე სეზონში საშუალოდ 6.9 ქულას, 2 მოხსნას და 1 პასს აგრვებს. მან ამ სეზონში ორჯერ 13-ქულიანი მატჩი გამოაცხო. აიონა გაელსს 5 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და მეტრო ატლანტიკ ატლეტიკის კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 17 დეკემბერს კუინიპიაკ ბობქეთსთან ჩაატარებს.