პირველი და ერთადერთი ქართველი ქალი კალათბურთელი, რომელიც ამერიკის სტუდენტური ლიგის (NCAAW) მოხვდა, ჩინებულად თამაშობს. ნატალია ოთხმეზური აიონა გაელსის (IONA Gaels) ღირსებას იცავს, როლო ეს გუნდი ლიგის 33 კონფერენციიდან ერთ-ერთში, Metro Atlantic Athletic-ში თამაშობს. სანამ კონფერენციის ჩემპიონატები დაიწყება, მთელს კონტინენტზე არასაკონფერენციო თამაშები მიმდინარეობს. აიონას უნივერსიტეტმა მორიგი შეხვედრა სამხრეთ-დასავლეთ ატლეტიკ კონფერენციის წარმომადგენელთან – ბეთუნ ქუქმანთან გამართა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში – 60:57 დაამარცხა.
ნატალია ოთხმეზურმა 34 წუთი ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა გოგონამ 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, რაც ქალთა კალათბურთში გამორჩეული შედეგია. მისი სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 12 ქულა, 3 პასი, 2 მოხსნა. ოთხმეზურმა 4 ორქულიანი ააცილა, და ბურთი სამჯერ დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ ნატალია მიმდინარე სეზონში საშუალოდ 6.9 ქულას, 2 მოხსნას და 1 პასს აგრვებს. მან ამ სეზონში ორჯერ 13-ქულიანი მატჩი გამოაცხო. აიონა გაელსს 5 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და მეტრო ატლანტიკ ატლეტიკის კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 17 დეკემბერს კუინიპიაკ ბობქეთსთან ჩაატარებს.