კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სამედიცინო სამსახური თემურ ხვედელიძისა და ზურა სულეიმანაშვილის ხელმძღვანელობით განაგრძობს ეროვნული და ასაკობრივი ჩემპიონატების გუნდების ექიმების ტრენინგებს. პირველადი დახმარების სემინარებისა და გამოცდების შემდეგ, ქართული კლუბების ექიმებმა პროფესორ პავლე კასრაძის სემინარი მოისმინეს, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში ანტიდოპინგური წესდებების გათვალისწინებას ეხებოდა.
ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელის, პროფესორი ექიმის, პავლე კასრაძის სემინარი დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და მას სუპერლიგისა და “ა” ლიგის გუნდების ექიმები, ფიზიოთერაპისტები და მასაჟისტები, ასევე კალათბურთის ფედერაციის მიერ ასაკობრივი ჩემპიონატების მოსამსახურებლად დაქირავებული მედპერსონალი ესწრებოდა. მედიკოსებს გააცვნეს აკრძალული პრეპარატების ნუსხა და ის მექანიზმი, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ამ კუთხით სპორტში და გაითვალისწინონ ანტიდოპინგური წესდებების რეკომენტაციები.