ფინალი: თსუ VS სტუ

ფინალი: თსუ VS სტუ

20 -წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის განმეორებითი
მატჩი თსუ-სა და ,,სოხუმს“ შორის თსუ-ელთა გამარჯვებით, ანგარიშით 92:80 დასრულდა.
სტუდენტებმა სერია 2:0 მოიგეს და ფინალში გავიდნენ.  

 ,,სოხუმის“
შემადგენლობაში საუკეთესო 25 ქულით დუდა სანაძე იყო, ხოლო ორმაგი დუბლი ტატო თავართქილაძემ
მიითვალა – 19 ქულა და 11 მოხსნა.  გამარჯვებულ
გუნდს კი 32 ქულით ზურაბ მაისურაძე ულიდერა.

  გაირკვა მეორე  ფინალისტის ვინაობაც: სტუ -,, ქუთაისის“ წყვილში
,,ტექნიკოსებმა“ 95:76  იმარჯვეს და ახლა ფინალში
თსუ-ს დაუპირისპირდებიან.

  მოგებულთაგან
29 ქულით  ბექა ჩიკვილაძე გამოირჩა, ხოლო 21
ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი კაკი დვალიშვილმა შეასრულა. ქუთაისელთაგან  ორმაგი დუბლის ავტორები  ავთო ლომინაშვილი(22ქ.10მ) და ბექა ქორიძე(23ქ.14მ)
გახდნენ.

  თსუ – სოხუმი

სტუ – ქუთაისი