20 -წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის განმეორებითი
მატჩი თსუ-სა და ,,სოხუმს“ შორის თსუ-ელთა გამარჯვებით, ანგარიშით 92:80 დასრულდა.
სტუდენტებმა სერია 2:0 მოიგეს და ფინალში გავიდნენ.
,,სოხუმის“
შემადგენლობაში საუკეთესო 25 ქულით დუდა სანაძე იყო, ხოლო ორმაგი დუბლი ტატო თავართქილაძემ
მიითვალა – 19 ქულა და 11 მოხსნა. გამარჯვებულ
გუნდს კი 32 ქულით ზურაბ მაისურაძე ულიდერა.
გაირკვა მეორე ფინალისტის ვინაობაც: სტუ -,, ქუთაისის“ წყვილში
,,ტექნიკოსებმა“ 95:76 იმარჯვეს და ახლა ფინალში
თსუ-ს დაუპირისპირდებიან.
მოგებულთაგან
29 ქულით ბექა ჩიკვილაძე გამოირჩა, ხოლო 21
ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი კაკი დვალიშვილმა შეასრულა. ქუთაისელთაგან ორმაგი დუბლის ავტორები ავთო ლომინაშვილი(22ქ.10მ) და ბექა ქორიძე(23ქ.14მ)
გახდნენ.
თსუ – სოხუმი
სტუ – ქუთაისი