პრესკონფერენცია – 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

პრესკონფერენცია – 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

დღეს, თბილისში სტარტი აიღო ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის თამაშებმა. კალათბურთში, ამ მასშტაბის საერთაშორისო ტურნირი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში 19 გუნდი ასპარეზობს, რომელთა შორისაც საქართველოს ნაკრებიც გახლავთ.

ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრები ისვენებდა. თამაშების მსვლელობისას, ახალაშენებულ “თბილისი არენაზე” ჩვენი ნაკრების სერბი მწვრთნელი – მილოშ გლიგორიევიჩი და გუნდის მენეჯერი შალვა ონიანი მოვიდნენ, რომლებმაც ჟურნალისტებთან მომავალი ტურნირის შესახებ კომენტარები გააკეთეს (იხილეთ ვიდეო).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები „ბ“ ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ავსტრია და კოსოვო ჰყავს.

გათამაშების სისტემის მიხედვით თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო ნაკრები გავა, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ, ხოლო პლეი ოფს მიღმა დარჩენილები ტურნირის 9-19 ადგილებს გაითამაშებენ. “ბ” დივიზიონის ჩემპიონი, ფინალში დამარცხებული გუნდი და მესამეადგილოსანი “ა” დივიზიონის საგზურებს მოიპოვებენ და 2023 წლის ზაფხულში ელიტაში იასპარეზებენ.