ქართველი მსაჯებისა და კომისრის საერთაშორისო აქტივობა და სტატუსი თვიდან თვემდე იმატებს. ცოტა ხნის წინ იყო, კირილე თვაურმა ფიბა-ს მიერ ორგანიზებულ მატჩს მთავარი მსაჯის სტატუსით რომ მოემსახურა, ხოლო ახლა მიხეილ ვართანოვის ჯერი დადგა. 5 იანვარს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ფიბა-ევროპის ქალთა თასზე პანათინაიკოსი ებრაულ “ჰოლონს” უმასპინძლებს და ამ შეხვედრას 2 ქართველი – კირილე თვაური და მიხეილ ვართანოვი მოემსახურებიან, რომელთაგან ვართანოვი მთავარი არბიტრი იქნება. ეს მისთვის პირველი საერთაშორისო მატჩია მთავარი მსაჯის ამპლუაში.
რაც შეეხება მერაბ რატიშვილს, ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი, რომელიც ეროვნული ნაკრებების მატჩებს სისტემატურად ემსახურება, 21 დეკემბერს, 10 და 12 იანვარს ფიბა-ს სამ სხვადასხვა ტურნირის – ქალთა ევროლიგის, ქალთა ევროპის თასის და კაცთა ევროპის თასის შეხვედრებზე იმუშავებს.
ესეც იმ მატჩების სია, რომლებსაც ქართველები მიმდინარე წლის ბოლოსა და მომავალი წლის დასაწყისში მოემსახურებიან.
მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)
5 იანვარი. ქალთა ევროპის თასი. ათენი (საბერძნეთი)
პანათინაიკოსი (საბერძნეთი) – ჰოლონი (ისრაელი)
კირილე თვაური (მსაჯი)
5 იანვარი. ქალთა ევროპის თასი. ათენი (საბერძნეთი)
პანათინაიკოსი (საბერძნეთი) – ჰოლონი (ისრაელი)
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
21 დეკემბერი. ქალთა ევროლიგა. სტამბოლი (თურქეთი)
ფენერბაჰჩე (თურქეთი) – ბურჟი (საფრანგეთი)
10 იანვარი. ფიბა ევროპის თასი. ჰაიფა (ისრაელი)
ჰაპოელ ჰაიფა (ისრაელი) – კარჰუ (ფინეთი)
12 იანვარი. ქალთა ევროპის თასი. ჰოლონი (ისრაელი)
ჰოლონი (ისრაელი) – პანათინაიკოსი (საბერძნეთი)