7 სექტემბერს გაიმართება ფიბა-ს მიერ ორგანიზებული ვებინარი (ონლაინ-კონფერენცია), რომლის თემაც იქნება მინი-კალათბურთი. ფიბა აღნიშნულ ვებინარს ატარებს იმისთვის, რომ მისი წევრი ქვეყნების მწვრთნელებს, რომლებიც მუშაობენ მცირე ასაკის კალათბურთელებთან, სწორედ მუშაობასა და შესაბამისად, კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმაროს.
ვებინარზე დასწრება და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მწვრთნელს, ვინც ჩართულია მინი-კალათბურთში, მუშაობს ასაკობრივ ჯგუფებთან ან უბრალოდ აპირებს მწვრთნელობის დაწყებას. ვებინარზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა და დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული არაა.
ვებინარზე შესაბამისი თემატიკის სემინარებს წაიკითხავენ ესპანეთის კალათბურთის ფედერაციაში ასაკობრივ ნაკრებებთან მომუშავე სპეციალისტი, დავიდ სორია ვაილო და ფიჯის ფედერაციის წარმომადგენელი, ახალგაზრდულ საკალათბურთო პროგრამებში მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე ლაი პუამაუ. დეტალური ინფორმაცია ლექტორების და პროგრამის შესახებ ჩამოტვირთეთ აქედან.
ვებინარი გაიმართება 7 სექტემბერს, რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, დაახლოებით საათნახევარს გასტანს და იქნება ინგლისურ ენაზე.
დასწრების მსურველები ესტუმრეთ ქვემოთ წარმოდგენილ ბმულს და ინგლისურ ენაზე შეავსეთ სარეგისტრაციო კითხვარი: