რუსთავმა ცხუმ-აფხაზეთი დაამარცხა და ახალ წელს ერთადერთი წაგებით ხვდება

რუსთავმა ცხუმ-აფხაზეთი დაამარცხა და ახალ წელს ერთადერთი წაგებით ხვდება

დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან ერთი უკვე დასრულდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნიულმა “რუსთავმა” ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის “ცხუმ-აფხაზეთი”დაამარცხა და დაკარგული ქულების მხრივ სუპერლიგის ცხრილში მხოლოდ “ქუთაისს” ჩამორჩება. რუსთაველებს კოვიდ-ინფექციის გამო სხვა გუნდებზე მეტი მატჩი გაუცდათ და ამის გამო ნაკლული ქულების გამო ცხრილში შედარებით დაბლა არიან.

რუსთაველთა დღევანდელი მეტოქე პრინციპული იყო. ცხუმ-აფხაზეთს საკმაოდ კარგი შედეგები აქვს და ამ შეხვედრამდე სუპერლიგაში მხოლოდ 3 მარცხი ჰქონდა. ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა რუსთაველებს ტოლსწორად ებრძოლა. მიუხედავად სადებიუტო ჩამორჩენისა, ცხუმელებმა თამაში თანაბარ კალაპოტს მალევე დაუბრუნეს და გამარჯვების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ. 

საბოლოო სიტყვა რუსთაველმა ლეგიონერებმა თქვეს, რომელთა წინამძღოლობითაც ქვემოქართლურმა გუნდმა თამაში სათავისო შედეგით ისე დაასრულა, ბოლო წუთებზე ვითარება არ დაძაბულა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა საბოლოოდ 72:65 (სტატისტიკა) მოიგო და 2020 წელი 7 მოგებითა და 1 მარცხით დახურა. 

გამარჯვებულებს 22 ქულით მაიკ დევისმა ულიდერა. 16 ქულა ჰქონდა მალიქ უაიტს, ხოლო ჯილან ვაშინგტონმა შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. ცხუმ აფხაზეთში 16-16 ქულით ალექსანდრე ფევაძე და ტაილერ გრინი გამოირჩნენ, 11 ქულა და 11 მოხსნა რაჰიმ ჯონსონის ანგარიშზეა. 

ამ წუთებში მიმდინარეობს ტიტებისა და ქუთაისი მატჩი, რომლის პირდაპირ ეთერში ყურება შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვრდზე: gbf.ge/LIVESTREAM