სამძიმარი ილია ლონდარიძეს – მამის გარდაცვალების გამო

სამძიმარი ილია ლონდარიძეს – მამის გარდაცვალების გამო

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრს, ამჟამად შეკრებაზე მყოფ ილია ლონდარიძეს მამა გარდაეცვალა, რის გამოც მას ეროვნული გუნდის დატოვება და თბილისში გამომგზავრება უწევს. საქართველოს ნაკრები საბერძნეთში, “აკროპოლისის თასზე” სამონაწილეოდ იმყოფება და დღეს საბერძნეთს, ხვალ კი პოლონეთს ეთამაშება.

კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამ ტრაგიკული ამბის გამო, თანაუგრძნობს ნაკრების წევრ ილია ლონდარიძესა და მისი ოჯახის წევრებს.