დუდა სანაძის მორიგი გაბრწყინება კვიპროსის ჩემპიონატში. ქართველი ლეგიონერის გუნდი ანორთოსისი ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ აპოელს ესტუმრა და დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში – 90:89 დაამარცხა. ეს გახლდათ აპოელის პირველი მარცხი მიმდინარე ჩემპიონატში.
დუდამ მხოლოდ 23 წამი დაისვენა, მატჩისთვის განკუთვნილი დანარჩენი დრო კი – 44:37 წუთი კი მოედანზე გაატრა. მის ანგარიშზე 21 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა. დუდამ პირველ ნახევარში 8 ქულა ჩააგდო და ბოლო მეოთხედში საოცრად ითამაშა. მისი გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 8 ქულას აგებდა, სანაძემ კი მეორე ტაიმში 12 ქულა დააგროვა და მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა – 78:78. ანორთოსისმა ოვერტაიმი 1 ქულის სხვაობით მოიგო და აპოელ-ი ამ სეზონში პირველად დამარცხდა. სანაძემ 8-დან 4 ორქულიანი, 8-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.
სანაძის გუნდმა სეზონში მეოთხე შეხვედრა მოიგო. ანორთოსისი ჩემპიონატის მომდევნო ტურში ახილეასს დაუპირისპირდება. დუდას კლუბს 12 ქულა აქვს და ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.