სანაძის 21 ქულა და ანორთოსის გასვლითი გამარჯვება ლიდერ აპოელთან

სანაძის 21 ქულა და ანორთოსის გასვლითი გამარჯვება ლიდერ აპოელთან

დუდა სანაძის მორიგი გაბრწყინება კვიპროსის ჩემპიონატში. ქართველი ლეგიონერის გუნდი ანორთოსისი ჩემპიონატის ერთპიროვნულ  ლიდერ აპოელს ესტუმრა და დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში – 90:89 დაამარცხა. ეს გახლდათ აპოელის პირველი მარცხი მიმდინარე ჩემპიონატში. 

დუდამ მხოლოდ 23 წამი დაისვენა, მატჩისთვის განკუთვნილი დანარჩენი დრო კი – 44:37 წუთი კი მოედანზე გაატრა. მის ანგარიშზე 21 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა. დუდამ პირველ ნახევარში 8 ქულა ჩააგდო და ბოლო მეოთხედში საოცრად ითამაშა. მისი გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 8 ქულას აგებდა, სანაძემ კი მეორე ტაიმში 12 ქულა დააგროვა და მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა – 78:78. ანორთოსისმა ოვერტაიმი 1 ქულის სხვაობით მოიგო და აპოელ-ი ამ სეზონში პირველად დამარცხდა. სანაძემ 8-დან 4 ორქულიანი, 8-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. 

სანაძის გუნდმა სეზონში მეოთხე შეხვედრა მოიგო. ანორთოსისი ჩემპიონატის მომდევნო ტურში ახილეასს დაუპირისპირდება. დუდას კლუბს 12 ქულა აქვს და ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.