საქართველო-2006 და კლუბი “ვინგსი” ლიეტუვაში, ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში საასპარეზოდ გაემგზავრნენ

საქართველო-2006 და კლუბი “ვინგსი” ლიეტუვაში, ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში საასპარეზოდ გაემგზავრნენ

საქართველოს 16-წლამდელთა გუნდებისგან დაკომპლექტებული გუნდი ლიეტუვაში გაემგზავრა, სადაც ევროპის ახალგაზრდულ საკალათბურთო ლიგაში იასპარეზებს. ტურნირი ნოემბერში უნდა დაწყებულიყო, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო გადაიდო და სტარტს დღეს აიღებს.

ფორმატი ტრადიციულად უცვლელია. ლიგაში 16 გუნდია და რეგულარული ჩემპიონატი 3 ტურად გაიმართება. თითოეული ტურის მანძილზე გუნდები 5-5 მატჩს ჩაატარებენ. პირველ ტურს ლიეტუვის დედაქალაქი ვილნიუსი მასპინძლობს, სადაც ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ ჩვენს გუნდს 5 მეტოქე ელის:

ვილნიუსი KM – საქართველო 2006 – 17 დეკემბერი, 14:00
საქართველო 2006 – უკრაინა 2007 – 17 დეკემბერი, 18:30
ცმოკი-მინსკი – საქართველო 2006 – 18 დეკემბერი, 11:00
საქართველო 2006 – პრინემანიე – 18 დეკემბერი, 17:00
საქართველო 2006 – ვილნიუსი KM – 19 დეკემბერი, 12:30
(მითითებულია თბილისის დროები)

საქართველოს ნაკრები ვილნიუსში ამ შემადგენლობით გაემგზავრა:

ამირან აროშიძე, ლუკა სავანელი, ალექსანდრე შალოშვილი, ნიკო ფუტურიძე, ირაკლი ნემსაძე, გუკა ცხადაძე, ლუკა მუჯირიშვილი, ვაჟა კეჭაყმაძე, გოგიტა ბუკია, ალექსანდრე დაუშვილი, ანდრია ფილაური, ბაჩანა შველიძე. 

ლიეტუვაში ჩასულ ჩვენი გუნდის ამ 12 მოთამაშეს ადგილზე ავთანდილ ბახტაძე შეუერთდა, რომელიც ვილნიუსში თამაშობს. 

აღსანიშნავია, რომ ვილნიუსში იმყოფება თბილისური კლუბ “ვინგსის” 16-წლამდელთა გუნდიც. ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილი გუნდიც 5 შეხვედრას გამართავს. მისასალმებელია, რომ ქართული ასაკობრივი კლუბები ნელ-ნელა იმკვიდრებენ ადგილს ევროპულ რუკაზე და უფრო ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში – ძირითადად ევროპის ახალგაზრდულ ლიგასა და ბალტიის ლიგაში.

თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება წარმოდგენილ Facebook-გვერდზე:

https://m.facebook.com/VilniausKM/