საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში პირველი მატჩი მოიგო. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ავსტრიას ვერაში 78:64 სძლია და გერმანიასთან და სერბეთთან გასულ ნოემბერში განცდილი მარცხის შემდეგ პირველად იმარჯვა.
საქართელოს ნაკრებმა პირველ პერიოდში 19:5 აჯობა მასპინძლებს, ხოლო მეორე ათწუთეულში 21 ქულითაც დაწინაურდა. მეორე მეოთხედში გიორგი ცინცაძემ ტრავმა გაიმიზეზა და მოედანი თამაშის ბოლომდე დატოვა. ავსტრიელებმა პირველი სამქულიანი მეორე ათწუთეულის მეორე ნახევარში ჩააგდეს, რის შემდეგაც მიჰყვნენ და ძირითადად შორი სროლებით იწყეს ანგარიშის გაბათილება. დიდ შესვენებაზე საქართველოს ლიდერობიდან 9 ქულა დარჩა, ხოლო მესამე პერიოდის 15:18 წაგების შემდეგ ზუროსის გუნდი დასკვნითი მეოთხედის წინ ოდენ 6 ქულას იგებდა – 55:49.
ბოლო პერიოდში საქართელოს ნაკრების წევრებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და გამარჯვებამდე ისე მივიდნენ, ვითარება მოედანზე არც დაძაბულა.
ავსტრია – საქართველო
სტატისტიკა: 64:78