საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა აკროპოლისის თასზე გამოსვლა დაასრულა. ბოლო მატჩში ქართველი კალათბურთელები პოლონეთის გუნდს დაუპირიპირდნენ. მსგავსად წინა თამაშებისა ქართველები თამაშის პირველ ნახევარში ლიდერობდნენ და შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა, თუმცა მეორე ტაიმში პოლონელებმა უპირატესობის მოპოვება მოახერხეს და 76:87 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ნაკრები ძლიერი გუნდია, მათ ტურნირზე ორი თამაში მოიგეს, მათ შორის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდის – თურქეთის დამარცხება დრამატულ შეხვედრაში შეძლეს.
პირველ მეოთხედი ქართველებმა 1 ქულით, თუმცა 23:22 მოიგეს, მეორე პერიოდში კი ორივე გუნდმა 18-18 ქულა ჩააგდო და დიდ შესვენებაზე 1 ქულიანი უპირატესობით გავედით. მესამე მეოთხედი, მსგავსად წინა თამაშებისა, ჩვენი ნაკრებისთვის პრობლემატური იყო. მეტოქემ 13 უპასუხო ქულა ჩაგვიგდო და 14 ქულით დაწინაურდა. ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა მოინდომეს და ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს, თუმცა მიხალაკმა ისევ ჩააგდო სამქულიანები და პოლონელთა უპირატესობა ისევ 10 ქულას გადასცდა. დარჩენილ დროში სიტუაციის გამოსწორება ვეღარ შევძელით, მეოთხედი 3 ქულით, 17:20 დავთმეთ და პოლონელებმა საბოლოოდ 11 ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.
ქართველებს შორის უნდა აღინიშნოს თორნიკე შენგელიას თამაში, რომელმაც 27 ქულა 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 10 ქულა რატი ანდრონიკაშვილის ანგარიშზე დაგოვდა, ხოლო სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრა 9 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა.
საქართველოს ნაკრებმა აკროპოლისის თასზე ასპარეზობა დაასრულა და 24 აგვისტოს ოფიციალური მატჩი ელის. შეგახსენებთ, რომ შეხვედრებს საბერძნეთის დედაქალაქი ათენი მასპინძლობდა, ტურნირი კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აწ უკვე ტრადიციად ქცეული ამხანაგური შეჯიბრია. საქართელოს ნაკრების სამწვრთელო შტაბმა მაღალი დონის გუნდებთან დაპირისპირება, მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპებისა, და რაც მთავარია, ევრობასკეტისთვის მოსამზადებლად გამოიყენა.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში, 24 აგვისტოს, თბილისში, ნიდერლანდებთან ჩაატარებს.