საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა და პლეიოფისთვის ბრძოლას გამოეთიშა

საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა და პლეიოფისთვის ბრძოლას გამოეთიშა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი მატჩი დათმო. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი გუნდი ავსტრიას შეხვდა და თამაში  97:70 (სტატისტიკა) დამარცხდა. ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 წაგება მოუგროვდა  და პლეი ოფში გასვლა ვერ მოახერხა.

ავსტრიასთან მატჩში 17 ქულით საუკეთესო იყო ავთანდილ ბახტაძე. 15 ქულა მიითვალა ნიკოლოზ აბულაძემ ხოლო 14 გურამ ცხაკაძის ანგარიშზეა. 

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარეობს 16-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი, რომელშიც 22 გუნდი მონაწილეობს და მათგან 3 საუკეთესო A დივიზიონის საგზურს მოიპოვებს. საქართველოს 16 წლამდელთა გუნდი ასპარეზობას 9-22 ადგილებისთვის განაგრძობს და შემდგომ საკვალიფიკაციო თამაშს კვიპროსის წინააღმდეგ, 16 აგვისტოს 17:00 საათზე გამართავს.