საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ნორვეგიას სძლია. ქართველებმა სკანდინავიელებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სძლიეს, რომელიც კონტინენტის პირველობის B დივიზიონში 17-24 ადგილების გასანაწილელად მიმდინარეობს. ქართველებმა პირველივე მეტოქე, ნორვეგიის ნაკრები დამაჯერებლად – 78:62 დაამარცხეს და 17-20 ადგილებისთვის იბრძოლებენ.
ნორვეგიასთან მატჩში 15 ქულით და 11 მოხსნით საუკეთესო იყო სანდრო კასაბური. 12 ქულა დააგროვა გიორგი მესხმა, ხოლო 10-10 ქულა გიორგი მახნიაშვილისა და ლუკა ლიკლიკაძის ანგარიშზე დაგოვდა. საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 16 აგვისტოს, თბილისის დროით 22:30 საათზე გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ბელარუსი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ტურნირზე მე-17 ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის უფლებას მიიღებს, არადა, მე-19 ადგილისთვის ითამაშებს.
საქართველო – ნორვეგია
სტატისტიკა: 78:62