საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოლდოვაც დაამარცხა

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოლდოვაც დაამარცხა

26 ივლისს ანდორაში გოგონათა შორის ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის C დივიზიონი დაიწყო. ტურნირში ქართულ ნაკრებთან ერთად სულ 6 გუნდი: ალბანეთი, ანდორა, გიბრალტარი, მალტა და მოლდოვა მონაწილეობენ.  

18 წლამდელთა გოგონათა გუნდმა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაასრულა. ჩვენმა გოგონებმა გუშინ, ჯერ გიბრალტარი, დღეს კი მოლდოვა დამაჯერებელი ანგარიშით 75:32 (სტატისტიკა) დაამარცხეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. 2 თამაშის მოგების შემდეგ 18 წლამდელთა გუნდმა პირდაპირ ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება მიიღო და მეტოქის გარკვევას ელოდება.ჩვენი მეტოქე მალტასა და მოლდოვას შორის ნახევარფინალში გასასვლელ საკვალიფიკაციო მატჩში გამოვლინდება.

ქართველებს შორის საუკეთესო შედეგი კვლავ ლიკა კვირკველიას ჰქონდა, რომელმაც 14 ქულა და 17 მოხსნა, 2 გადაცემა, 2 ჩაჭრა და ერთი დაფარება დააგროვა. აღსანიშნავია სალომე სვანის თამაშიც, რომელიც 19 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. 5 შედეგიანი გადაცემაა ეკა წივწივაძის ანგარიშზეა.

18 წლამდელთა გოგონათა გუნდი შემდეგ შეხვედრას 30 ივლისს გამართავს. მისი მოწინააღმდეგე კი ნახევარ ფინალის საკვალიფიკაციო თამაში, 29 ივნისს გაირკვევა.

ლაივ-რეპორტაჟების ყურება შესაძლებელია ფიბა-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე: https://www.youtube.com/watch?v=29GYFwNRErc