საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა პრინციპულ მატჩში ბოსნია-ჰერცოგოვინა დაამარცხა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა პრინციპულ მატჩში ბოსნია-ჰერცოგოვინა დაამარცხა

ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა ბოსნია-ჰერცოგოვინა ანგარიშით 79:75 (სტატისტიკა) დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ტურნირი რუმინეთის ქალაქ პლოეშტში მიმდინარეობს. 3 მოგებითა და ერთი წაგებით ქართველები “ბ” ჯგუფის ლიდერები არიან.

აღსანიშნავია, რომ თამაშმა საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა და გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ბოლო წუთზე გაირკვა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ტურში მარცხი იწვნია ქართველების მომგებმა ბულგარეთმა, რომელსაც ნიდერლანდებმა 70:66 აჯობა. ამით კი ის გაირკვა, რომ ქართველებს ბოსნია-ჰერცეგოვინელების ნებისმიერი ანგარიშით დამარცხება აძლევდა ხელს. 

თუმცა ბოსნიელების ძლევით ჯერ მხოლოდ ჯგუფიდან გასასვლელად ხელსაყრელ პოზიციაში ჩავდექით. შემდეგ ეტაპზე, მეოთხედფინალში რომ გავიდეს, საქართველოს ნაკრებს ჯგუფის ბოლო მატჩში ნიდერლანდებკს დამარცხება მართებს. 

ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ  საუკეთესო შედეგი გიორგი ოჩხიკიძემ დააფიქსირა, რომელმაც 27 ქულა, 3 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 7 პასი მიითვალა. 14 ქულა გიორგი სულაბერიძის ანგარიშზეა. 10-10 ქულა მოაგროვეს ლუკა ლომთაძემ და ლუკა კუჭუხიძემ, ვის ანგარიშზე დამატებით 9 მოხსნაცაც დაგროვდა. 9 ქულა მოუტანა გუნდს ლუკა ალავიძემ.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 3 აგვისტოს, ნიდერლანდებთან გამართავს და ეს იქნება, როგორც იტყვიან, ყოფნა- არყოფნის მატჩი. შეხვედრა თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.