საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჯგუფური ეტაპი დაასრულა. მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცეში მიმდინარე ტურნირზე ქართველები ბოლო ტურში პორტუგალიას შეხვდნენ და 57:70 დამარცხდნენ. დიმიტრი ჯაკობოვისა და დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა 5 მატჩიდან 1 გამარჯვება მოიპოვა და 6-გუნდიან ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრები ახლა 17-22 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო რაუნდში გადაერთვება, რომელშიც ჯგუფებში მე-5 და მე- 6 ადგილებზე გასული გუნდები იასპარეზებენ. რაც შეეხება პორტუგალიასთან მატჩს, მისი პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა. მხოლოდ მესამე და მეოთხე ათწუთეულშებში იმარჯვეს პორტუგალიელებმა და საბოლოოდ 13-ქულაინი მოგება გაიფორმეს.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ ლუკა ლიკლიკაძე, რომელმაც 18 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა ლუკა ავალიანმა, ხოლო როლანდ დევიძის ანგარიშზე 9 ქულა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები 17-22 ადგილებისთვის იბრძოლებს და პირველ მეტოქედ ნორვეგია ეყოლება. შეხვედრა 15 აგვისტოს, თბილისის დროით 20:15 საათზე გაიმართება.
პორტუგალია – საქართველო
სტატისტიკა: 70:57