საქართველოს ვეტერანთა ნაკრება წარმატებული სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 27 ივლისს ფინეთის ქალაქ ესპოოში დაიწყო. ფინეთში პლანეტის პირველობა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იმართება, ჩვენები კი 50 წელს გადაცილებულთა კატეგორიაში გამოდიან, სადაც მთლიანობაში 28 ქვეყნის ნაკრებია შეკრებილი და 7 ჯგუფში 4-4-ად გადანაწილებული.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შედიან:
დავით გიორგობიანი, პაატა გურასპაული, ზაზა ღონღაძე, ამროსი ორმოცაძე, ნიკო ჩერქეზიშვილი, ლევან წულაია, ზაზა ცაგარეიშვილი, ალექსანდრე ფერიაშვილი, დავით ჩიხლაძე, გულივერ ახალკაცი, გურამ ვაშაკიძე, ზურა კობახიძე, გია სანადზე. მთავარი მწვრთნელი: მალხაზ კოხრეიძე
ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან იტალიის, პოლონეთისა და კოლუმბიის ნაკრებები. ჩვენი ნაკრების პირველი მეოქე გახლდათ კოლუმბიის ნაკრები, რომელსაც ქართველებმა გია სანაძის მექულეობით 77:56 სძლიეს. 21 ქულით ბომბარდირი სანაძე გახდა, ხოლო 17 ქულა გულივერ ახალგაკაცის ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრები 28 ივლისს იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ჯგუფიდან გადის 2 საუკეთესო, რომლებსაც 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატებათ და ბრძოლა მერვედფინალიდან გაგრძელდება.