შენგელია მოედანზე საუკეთესო იყო, ვირტუსი კი მილანში ბრძოლაში დამარცხდა

შენგელია მოედანზე საუკეთესო იყო, ვირტუსი კი მილანში ბრძოლაში დამარცხდა

ევროლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი დათმო თორნიკე შენგელიას ვირტუსმა, რომელიც იტალიურ დერბიში ოლიმპიას მილანში შეხვდა. პირველი ტაიმიცა და მთლიანად მატჩიც ბოლონიელებმა 9 ქულით დათმეს. ვირტუსს ვერ უშველა შენგელიას შედეგიანმა თამაშმა და საბოლოოდ 90:99 დამარცხდა. 

პირველი ტაიმის 35:44 წაგების შემდეგ ვირტუსმა მესამე პერიოდი საოცრად დაიწყო ერთი ხანობა 6 ქულითაც იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მეოთე მეოთხედს მხოლოდ ერთქულიანი უპირატესობით შეხვდა – 67:66. მილანომ ბოლო მეოთხედში 33:23 გაიმარჯვა და მატჩიც მოიგო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ორივე გუნშის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. შენგელია მოედანზე 33:41 წუთის განმავლობაში იყო, რა დროშიც 25 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა  დააგროვა. თორნიკემ 9-დან 6 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

ვირტუსს 1 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. შენგელიას გუნდს ევროლიგის მომდევნო ტურში თელ ავივის მაკაბისთან საშინაო მატჩი ელის.