ევროლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი დათმო თორნიკე შენგელიას ვირტუსმა, რომელიც იტალიურ დერბიში ოლიმპიას მილანში შეხვდა. პირველი ტაიმიცა და მთლიანად მატჩიც ბოლონიელებმა 9 ქულით დათმეს. ვირტუსს ვერ უშველა შენგელიას შედეგიანმა თამაშმა და საბოლოოდ 90:99 დამარცხდა.
პირველი ტაიმის 35:44 წაგების შემდეგ ვირტუსმა მესამე პერიოდი საოცრად დაიწყო ერთი ხანობა 6 ქულითაც იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მეოთე მეოთხედს მხოლოდ ერთქულიანი უპირატესობით შეხვდა – 67:66. მილანომ ბოლო მეოთხედში 33:23 გაიმარჯვა და მატჩიც მოიგო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ორივე გუნშის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. შენგელია მოედანზე 33:41 წუთის განმავლობაში იყო, რა დროშიც 25 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. თორნიკემ 9-დან 6 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.
ვირტუსს 1 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. შენგელიას გუნდს ევროლიგის მომდევნო ტურში თელ ავივის მაკაბისთან საშინაო მატჩი ელის.