საქართველოს ვაჟთა და გოგონათა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო ფიბას 17-წლამდელთა საკალათბურთო უნარ-ჩვევების მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში. მატჩები ჩატარდა დისტანციურად, ვიდეოგადაღების რეჟიმში და გამარჯვებული ფიბა-მ ვიდეოგანხილვის შედეგად გამოავლინა.
საქართველოს გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა 4-4 მატჩი გამართეს, რომელთა გარკვეული რაოდენობა მოიგეს, თუმცა ეს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ვაჟებმა მოახერხეს გიბრალტარისა და ლატვიის ძლევა, თუმცა დამარცხდნენ რუმინეთთან და პორტუგალიასთან და ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს. საქართველოს ვაჟთა ნაკრების ღირსებას იცავდნენ: N2 გიორგი მახნიაშვილი, N1 ლუკა ხუციშვილი, N3 ნუგზარ ბოჭორიშვილი, N4 გიორგი გუგუციძე, N5 ლაშა მესხი.
გოგონათა ნაკრებმა მოახერხა ლუქსემბურგის ძლევა, თუმცა სლოვაკეთთან, პორტუგალიასთან და ლატვიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხა. ჩვენი ნაკრების ღირსებას იცავდნენ: N1 ეკატერინე წივწივაძე, N16 ნინი ჭანკვეტაძე, N3 ნონა ცომაია, N19 თაკო პაპუაშვილი, N21 ხატია ქებურია.
მოგეხსენებათ, აღნიშნული ტურნირი კორონავირუსის პანდემიის გამო ტარდება დისტანციურად და მასში მონაწილეობის უზრუნვენყოფას საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ თავი წარმატებით გაართვა. ჩვენმა ფედერაციამ მსოფლიოს უნარ-ჩვევების ჩემპიონატის ორგანიზებაში ფიბა-ს მოწონება დაიმსახურა, რაც მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ჩვენს ფედერაციას წერილობით ამცნო.