თასის გათამაშებაში გუნდები მეოთხედფინალში დაწყვილდნენ

თასის გათამაშებაში გუნდები მეოთხედფინალში დაწყვილდნენ

საქართველოს თასის გათამაშების რვავე მეოთხედფინალისტი ცნობილია. გუშინწინ, გუშინ და დღეს აღნიშნული ტურნირის მერვედფინალური სერიის მატჩები გაიმართა და შესაბამისად იმ გუნდების ვინაობა გაირკვა, რომლებიც თასის მოსაპოვებლად ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ.

16 თებერვალს მეოთხედფინალში გასულ ცხუმ-აფხაზეთს, მეგას და ოლიმპს გუშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, ქუთაისი და ვერა შეუერთდნენ, დღეს კი დარჩენილ ორ სერიაშიც გაირკვა გამარჯვებული: აჭარაში “ბათუმმა” 103:55 გაანადგურა “ა” ლიგის წარმომადგენელი “მარგვეთი”, ხოლო ქვემო ქართლში სუპერლიგის 2 გუნდი – “რუსთავი” და “კაკტუსი” დაუპირისპირდა და გამარჯვებას თბილისურმა კლუბმა მიაღწია – 87:79 (სტატისტიკა).

შესაბამისად, ყველა მეოთხედფინალური წყვილი შეიკრა. კაკტუსი ბათუმს შეხვდება და ამ წყვილის გამარჯვებული გავა თსუ-მეგაზე. ბადის მეორე მხარეს ეს წყვილები მოხვდნენ: ოლიმპი – ვერა და ქუთაისი – ცხუმ-აფხაზეთი.

მეოთხედფინალში გუნდებს მოედნის უპირატესობა თავდაპირველი რეიტინგის შესაბამისად ექნებათ. მეოთხედფინალიდან გასული გუნდები ოთხთა ფინალში იასპარეზებენ, რომელიც ერთ ქალაქში ჩატარდება. ოთხთა ფინალის გამართვის დრო და ადგილი მარტის თვეში გახდება ცნობილი.