“თსუ-ჰიუნდაიმ” “ტიტებს” ბოლო წუთებზე აჯობა

“თსუ-ჰიუნდაიმ” “ტიტებს” ბოლო წუთებზე აჯობა

სუპერლიგის მე-17 ტურის ბოლოსწინა მატჩში ერთმანეთს “თსუ-ჰიუნდაი” და “ტიტები” შეხვდნენ. ორივე გუნდისთვის შეხვდრის შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში “ტიტები” სუპერლიგაში დარჩენას ინაღდებდა, ხოლო “თსუ-ჰიუნდაის” გამარჯვება ცხრილში ადგილის გასამაგრებლად სჭირდებოდა. 

შეხვედრაც დაძაბული გამოდგა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდ და მისი ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. პირველი პერიოდის 24:21 მოგების შემდეგ “თსუ-ჰიუნდაიმ” ტემპს უმატა, ლიდერობა გაიმყარა და დიდ შესვენებამდე 4 წუთით ადრე 9 ქულით – 41:32 დაწინაურდა. ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილი “ტიტები” არ დანებდა და დარჩენილ დროში განხორციელები გაქცევით პირველი ნახევრის ბოლო 47:46 დალიდერდა.

მესამე პერიოდი “თსუ-ჰიუნდაის” სრული დომინაციით წარიმართა და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა კვლავ ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა. ათწუთეული თსუ-ჰიუნდაელებმა 25:13 მოიგეს და თითქოს მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტეს, თუმცა “ტიტების” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დასკვნით წუთებზე შეხვედრა ისევ დაიძაბა. მატჩის ბოლო წუთებზე ორივე გუნდს ჰქონდა გამარჯვების შანსი, მაგრამ “თსუ-ჰიუნდაის” გუნდური თამაშის წყალობით გამარჯვება ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდს დარჩა – 99:96.

თსუ-ჰიუნდაელებს 22-22 ქულით ჯეიმს მილიკენმა და მარკუს პოზლიმ ულიდერეს. 19 ქულა მოაგროვა რატკო პეტრიჩმა, ხოლო  ალექსანდრე ფევაძემ შეხვედრა 17 ქულით დაასრულა. “ტიტებში” 31 ქულა მიითვალა ჟოელ ალმეიდამ, კაშიმ რენსომის ანგარიშზე კი 31 ქულა და 8 პასი დაგროვდა.

თსუ-ჰიუნდაი – ტიტები
სტატისტიკა: 99:96