“ტიტები” დუდუ დადიანის მემორიალის პირველი ნახევარფინალისტია

“ტიტები” დუდუ დადიანის მემორიალის პირველი ნახევარფინალისტია

დუდუ დადიანის მემორიალის პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია. ეს გახლავთ საკალათბურთო კლუბი “ტიტები”, რომელმაც ტურნირი მარცხით დაიწყო, თუმცა ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში დამაჯერებლად იმარჯვა და პირველ ადგილზე გავიდა. 

“ბ” ჯგუფში პირველადგილოსნის ბედი “ცხუმ-აფხაზეთისა” და “ტიტების” დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა. ცხუმელებს “ვერა” 107:101 ჰყავდა დამარცხებული, ტიტებს კი ვერელებთან 9 ქულით ჰქონდათ წაგებული. შესაბამისად, ტიტებს მინიმუმ 11 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, ჯგუფში პირველ ადგილზე რომ გასულიყო და ეს მისია შეასრულა კიდეც. 

არადა, ბესო ლეჟავას გაწვრთნილი “ტიტები” თითქოს განწირული ჩანდა. მესამე პერიოდის ბოლოს “ცხუმ-აფხაზეთი” 68:63 იგებდა და დარჩენილ ათწუთეულში ტიტებს 16 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ლეჟავას გუნდმა დასკვნითი პერიოდი 29:12 მოიგო და სასურველი შედეგი დააფიქსირა – 92:80. 10 ქულით რომ მოეგო, ჯგუფში პირველ ადგილზე “ვერა” გადიოდა, ხოლო “ცხუმ-აფხაზეთს” ჯგუფიდან გასასვლელად 4 ქულაზე მეტით არ უნდა წაეგო.

გამარჯვებულთაგან ლეგიონერები გამოირჩნენ: ჯორდან რობერტსონმა 26 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, ჯავიონ ოგუნიემის ანგარიშზე კი 13-13 ქულა-მოხსნა და 2-2 ჩაჭრა-დაფარება დაგროვდა. ისააკ ასრატმა ტიტებს 23 ქულა, 8 პასი და 4 მოხსნა შესძინა. “ცხუმ-აფხაზეთში” 20 ქულით საუკეთესო იყო ლუკა მაზიაშვილი, ლევან მასხულიას ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა.

“ბ” ჯგუფი – ცხუმ-აფხაზეთი vs ტიტები  80:92 (სტატისტიკა)