საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით 19 ოქტომბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 3X3 საკალათბურთო ტურნირი ჩატარდა. Tbilisi Fall 2017-ში ასაკობრივი ცენზი 18 წელი იყო და ტურნირში ყველა იმ ახალგაზრდამ მოიყარა თავი, რომელიც 18-წლამდელთა 3X3 კალათბურთელთა ნაკრების კანდიდატად განიხილება.
ტურნირში 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც 2 ჯგუფში გადანაწილდნენ. 1 წრის შემდეგ გუნდებმა ჯგუფში ადგილები გაინაწილეს და მეოთხედფინალში ჯვარედინი სისტემით განლაგდნენ: A1 – B4, B1 – A4, A2 – B3, B2 – A3.
პლეი ოფში დიდი ბრძოლები გადაიტანა მომავალმა ჩემპიონმა „კუთხის მარკეტმა“, რომელმაც ნახევარფინალში BigZ-ს 21:19 სძლია, ხოლო ფინალში 1 ქულით – 21:20 დაამარცხა გუნდი Brodies.
გარდა იმისა, რომ ტურნირი მოგებისთთვის დაწესებული თასი ჩაიბარეს, გამარჯვებულებმა 3X3 მსოფლიო რეიტინგში დამატებითი ქულები მიიღეს. პრიზიორები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.