3×3 ევროპის თასის მეორე დღე

3×3 ევროპის თასის მეორე დღე

3X3 U18 ევროპის  თასზე მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ.  გოგონებში ჯგუფური ეტაპი შემდეგმა ნაკრებებმა დაძლიეს: რუსეთი, თურქეთი, გერმანია, ბელგია, საფრანგეთი, უნგრეთი, ესპანეთი და ისრაელი. ბიჭებში პლეიოფის საგზურები მოიპოვეს ლიეტუვამ, ესტონეთმა, სერბეთმა, უკრაინამ, ისრაელმა, იტალიამ, საფრანგეთმა და რუსეთმა. 

სამწუხაროდ, ვერც საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მოახერხა პლეიოფში გასვლა. ჩვენი გუნდი ჯგუფურ ეტაპის მატჩებში საფრანგეთთან  ანგარიშით 13:22 დამარცხდა, ხოლო ესტონეთთან  შეხვედრა – 10:21  დათმო. 

8 სექტემბერს ევროპის თასის გადამწყვეტი მატჩები გაიმართება და გამოვლინდებიან ჩემპიონი და პრიზიორი გუნდები.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება. გოგონების ფინალური მატჩი 20:35 საათზე გაიმართება, ხოლო ვაჟთა საჩემპიონო შეხვედრა 21:00 საათიდან დაიწყება.