3X3 U18 ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ტრადიციულად გაიმართა ვაჟთა და გოგონათა შორის შერეული სროლების კონკურსი. შეჯიბრის შესარჩევი ეტაპი ტურნირის პირველ და მეორე დღეს ჩატარდა, ხოლო ფინალი გულშემატკივარმა ტურნირის დასკვნით დღეს იხილა. ჩემპიონატის მონაწილე თითოეული ნაკრებიდან კონკურსში თითო მოთამაშე გამოდიოდა. მათგან საუკეთესო შედეგის მქონდე ოთხი მონაწილე ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდა და გამარჯვებული გამოავლინა.
სროლების კონკურსი გერმანელმა გოგომ ვიქტორია პოროშმა მოიგო, რომელმაც 47.4 წამში 12 ქულა დააგროვა. მეორე და მესამეადგილოსანმა კონკურსანტებმა ქულების ერთნაირი რაოდენობა დააგროვეს (7-7) და უპირატესობა იმ მოთამაშეს მიენიჭა, რომელმაც ეს შედეგი ნაკლებ დროში აჩვენა. უნგრელმა მოთამაშემ ბენდეგას ორბანმა 7 ქულა 44 წამში მოაგროვა, ხოლო რუსმა დანილა ჩიკარევმა – 59.3 წამში.
პრიზიორებს შესაბამისი ჯილდოები 3×3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – გიგა გურგენიძემ გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალი გერმანიის ჰიმნით დასრულდა.