საქართველოს 3×3 კალათბურთელთა U18 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი წარუმატებლად დაიწყო. უნგრეთის ქალაქ შოლნოკში დაწყებულ საკვალიფიკაციო ტურნირში 10 ნაკრები მონაწილეობს, რომელთაგან 3 საუკეთესო მიიღებს კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპის საგზურს. საქართველოს ნაკრებმა დღეს ტურნირის საწყისი 2 მატჩი გამართა და სამწუხაროდ, ორივეში დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის ქალაქ შოლნოკში შეკრებილი 10 ნაკრები 2 ჯგუფშია გადანაწილებული:
A ჯგუფი – ესტონეთი, საქართველო, ესპანეთი, ისრაელი, სერბეთი
B ჯგუფი – უნგრეთი, ჰოლანდია, ბელარუსი, ჩეხეთი, მონტენეგრო
ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი 3 საგზურიდან 2 ჯგუფების გამარჯვებულებს ერგებათ. მე-3 საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლას ჯგუფებში II და III ადგილებზე გასული გუნდები გააგრძელებენ, რომლებიც ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდებიან და საბოლოოდ გამარჯვებული 1 გუნდი მიიღებს კონტინენტის პირველობის მე-3 საგზურს. თუკი ეს გუნდი უნგრეთი (ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი) აღმოჩნდება, საგზურს ავტომატურად მიიღებს მეორე ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული.
საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ:
ანზორ ნადირაძე (ზაზას აკადემია)
ნიკა გურგენიძე (ორბი)
გიორგი გახოკიძე (მართვე)
ნიკა მედილიში (ზაზას აკადემია)
საქართველოს ნაკრებმა დღეს პირველი მატჩი სერბეთთან 9:21 წააგო, ხოლო შემდეგ ესტონეთს შეხვდა და 13:22 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები 5 აგვისტოს ჯგუფის დარჩენილ 2 მატჩს გამართავს:
საქართველო – ისრაელი 5 აგვისტო, 19:20 საათი
ესპანეთი – საქართველო 5 აგვისტო, 21:00 საათი