3X3 კალათბურთის ტურნირი “თბი-ლისის” სპორტულ ფესტივალზე

3X3 კალათბურთის ტურნირი “თბი-ლისის” სპორტულ ფესტივალზე

ლისის ტბაზე, სპორტული ფესტივალი „თბი – ლისი“ გაიხსნა, რომლის ფარგლებში ჩატარდა 3X3 კალათბურთის ტურნირი.

ფესტივალი თბილისის მერიის ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას და მოქალაქეების დასვენების, გართობისა და სპორტული აქტივობისთვის საჭირო გარემოს შექმნას. ღონისძიების ფარგლებში ტურნირები სპორტის 13 სახეობაში ჩატარდა, მათ შორის კალათბურთში. 

წყარო: თბილისის მერია http://tbilisi.gov.ge/news/5221