3X3 კალათბურთში 2018 წლის შემაჯამებელი ვიდეო

3X3 კალათბურთში 2018 წლის შემაჯამებელი ვიდეო

გასული სეზონი საქართველოში საკმაოდ დატვირთული და წარმატებული იყო 3X3 კალათბურთის ღონისძიებებით.

საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობასთან ერთად საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მრავალ შიდატურნირს ატარებდა, რომელთაგან ყველაზე მასშტაბური 3X3 ჯეოტური 2018 – იგივე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გახლდათ.

წარმოიდგენთ ამ ღონისძიების თბილისის შესარჩევი ტურისა და ფინალური ეტაპის ვიდეოკოლაჟს, რომლებიც შესაბამისად ლისის ტბაზე და „თბილისი მოლში“ გაიმართა. 

შეგახსნებთ, რომ  2017 წელს 3X3 კალათბურთი ოლიმპიური სახეობა გახდა და მისი  პოპულარობა საქართველოში სულ უფრო მატულობს.