3×3 კალათბურთში საგაზაფხულო თამაშები დასრულდა

3×3 კალათბურთში საგაზაფხულო თამაშები დასრულდა

დასრულდა საგაზაფხულო თამაშები 3×3 კალათბურთში, რომელიც 1 აპრილს დაიწყო და მთლიანობაში 5 ტურნირი მოიცვა. საგაზაფხულო სერიის დასკვნითი, მე-5 ტურნირიც ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში ჩატარდა, რომელის ასაკობრივი ცენზი 18 წლითა და მეტით განისაზღვრა. ტურნირში ტრადიციულად 12 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 4 ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი.

საინტერესო ჯგუფური ეტაპის შემდეგ თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში გავიდა. გუნდები შემდეგნაირად დაწუვილდნენ: სიმონები v ოვერტაიმი, Space Jam v Busss. საკმაოდ დაძაბული მატჩების შემდეგ ნახევარფინალებში იმარჯვეს ოვერტაიმმა და Space Jam-მა, რომლებმაც ფინალში გადაინაცვლეს.

საჩემპიონო მატჩი იმდენად დაძაბული არ გამოდგა, როგორც ნახვარფინალები. ოვერტაიმის შემადგენლობაში დემეტრე გაქრინდაშვილი ვასილ ბერუაშვილი, ლევან შეროზია და ლუკა მეგრელაძე თამაშობდნენ, ხოლო Space Jam-ის ღირსებას გუგა ჭელიძე, საბა ნერგაძესაბა ოქრიაშვილი და ვალერიან წულეისკირი იცავდნენ. მატჩი Space Jam-ის გამარჯვებით – 21:15 დასრულდა, რომლი წევრებმაც საჩემპიონო ტიტულთან ერთად 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი მიიღეს. ფინალში დამარცხებულ გუნდს 300 ლარი ერგო. გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ.

საგაზაფხულო თამაშები დასრულებულია. 3×3 საკალათბურთო სეზონის მაისის თვიდან გაგრძელდება. მომდევნო მასშტაბური ტურნირი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, ეგრეთწოდებული Geotour-ია.